Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანმა ავღანეთის სხვადასხვა რეგიონში ერთდროული თავდასხმები მოაწყო


ავღანელმა მეამბხეებმა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, ასევე დედაქალაქ ქაბულში განახორციელეს შეთანხმებული თავდასხმები. დარტყმა მიაყენეს უცხო ქვეყნების საელჩოებს, ნატოს შტაბბინას, ასევე ავღანეთის პარლამენტს. ფართო იერიში პირველი ასეთი მასშტაბის შეტევაა ბოლო ექვსი თვის განმალობაში. ქაბულში ბრძოლა გრძელდება. თალიბანმა განაცხადა, რომ მან „საგაზაფხულო იერიში" დაიწყო. თავდასხმები მოეწყო ქაბულის გარდა, ლოგარის, პაკტიის და ნანგარჰარის პროვინციებში. იუწყებიან ორი ავღანელი სამხედროს და 17 მეამბოხის დახოცვის შესახებ. ავღანეთში განთავსებული საერთაშორის ძალების მეთაურობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქაბულში დღევანდელ თავდასხმებს ავღანეთის უშიშროების ძალებმა უპასუხეს.
XS
SM
MD
LG