Accessibility links

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი პირველად გამოვიდა საჯარო სიტყვით


ჩრდილოეთი კორეის ახალი ლიდერი, კიმ ჩონ ინი კვირას ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიით სიტყვით გამოვიდა. მან მიმართა უზარმაზარ მასას, რომელიც შეკრებილი იყო სოციალისტური კორეის დამაარსებლის, კიმ ირ სენის დაბადების ასი წლისთავის აღსანიშნავად. კიმ ჩონ ინმა თავის 20 წუთიან გამოსვლაში ხრტბა შეასხა თავის პაპას და ასევე მამას, მათ, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ჩრდილოეთ კორეას და მის რევოლუციურ არმიას. კიმის გამოსვლა მოჰყვა დიდ სამხედრო აღლუმს.
XS
SM
MD
LG