Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში დამკვირვებელთა პირველი ჯგუფი ჩავიდა


სირიაში დღეს საერთაშორისო დამკვირვებელთა პირველი ჯგუფი ჩავიდა. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცის თანახმდა ქვეყანაში სულ 30 დამკვირვებელი ჩავა და დააკვირდება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესრულებას. მათ უნდა დააფიქსირონ დარღვევები როგორც სამთავრობო ძალების, ისე შეიარაღებული ოპოზიციის მხრიდან. სირიელი უფლებადამცველების ცნობით ქალაქი ჰომსს კვლავინდებურად ბომბავენ პრეზიდენტ ბაშარ ასადის ძალები. მათი ცნობით, გუშინ 6 ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ისინი ”ტერორისტული დაჯგუფებების” საპასუხოდ მოქმედებენ.
XS
SM
MD
LG