Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თავდასხმები ”ალ ყაიდასთან” დაკავშირებულმა მებრძოლებმა განახორციელეს


ქაბულსა და ავღანეთის კიდევ სამ ქალაქში განხორციელებული თავდასხმების უკან დგანან მებრძოლები, რომლებიც ჯალულუდინ ჰაკანის ტერორისტულ ქსელში შედიან და ”ალ ყაიდასთან” არიან დაკავშირებულნი. ამის შესახებ ავღანეთის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა. ეს ინფორმაცია მათ ერთ-ერთი დაკავებული მებრძოლის დაკითხვის შედეგად მოიპოვეს. ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ბესმულ მოჰამადის ცნობით მოკლულია 36 მებრძოლი. მისივე თქმით, დაიღუპა უშიშროების ძალების 8 თანამშრომელი, დაიჭრა - 40. დაღუპულია 3 სამოქალაქო პირი.
XS
SM
MD
LG