Accessibility links

logo-print

კარზაი თავდასხმების დაშვებაში სადაზვერვო სტრუქტურებს სდებს ბრალს


ავღანეთის პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის განცხადებით, ქაბულსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში ექსტრემისტების მიერ მოწყობილი კოორდინირებული თავდასხმები მოწმობს, რომ სადაზვერვო სტრუქტურები ცუდად მუშაობენ, ავღანეთშიც და „განსაკუთრებით ნატოს ძალებში“. ქაბულში კვირას შეტაკება დაიწყო, რომელიც 18 საათს გაგრძელდა და ორშაბათს დასრულდა - ნატოს ვერტმფრენებით ექსტრემისტების პოზიციებზე მიტანილი იერიშების შემდეგ. ავღანეთის მთავრობის ძალები აცადებენ, რომ შეტაკებები ბრძოლის უკანასკნელ ორ კერაშიც დასრულებულია. ქაბულის მთავრობა ამბობს, რომ შეტაკებებს 36 ექსტრემისტი ემსხვერპლა - 11 სამხედროსთან და 4 სამოქალაქო პირთან ერთად. ამავე წყაროს ცნობით, შეტაკებებში პაკისტანში დაფუძნებული ჰაქანის ქსელი მონაწილეობდა. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა და მათ საგაზაფხულო იერიშის დასაწყისი უწოდა. შეტევის სამიზნეებს შორის იყო უცხოეთის საელჩოები, სასტუმროები, ნატოს შტაბ-ბინა და ავღანეთის პარლამენტი.
XS
SM
MD
LG