Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთში „მშვიდობის დღეს“ აღნიშნავენ


რუსეთში, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ორშაბათს „მშვიდობის დღეს“ აღნიშნავენ. ამით ზეიმობენ იმ დღის მესამე წლისთავს, როდესაც რესპუბლიკაში ოფიციალურად გამოცხადა კონტრტერორისტული ოპერაციების დასრულება. იმართება კონცერტები, შეხვედრები და საგანგებო საზეიმო ღონისძიებები. სამი წლის წინ მოსკოვმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ რელიგიური ექსტრემისტების წინააღმდეგ სამხედრო კამპანია დაასრულა და რეგიონში ზოგადი ვითარება სტაბილური გახდა. რუსეთის ფედერალური სამხედრო ძალები კვლავ ჩეჩნეთში რჩებიან, ამბოხებამ კი ბოლო თვეებში გადაინაცვლა დაღესტანში, ინგუშეთში და ყაბარდო-ბალყარეთში.
XS
SM
MD
LG