Accessibility links

logo-print

უშიშროების საბჭო „მკაცრად გმობს“ ფხენიანის მიერ რაკეტის გაშვებას


გაეროს უშიშროების საბჭომ ორშაბათს „მკაცრად დაგმო“ ჩრდილოეთი კორეის მხრიდან რაკეტის გაშვების წარუმატებელი მცდელობა. ერთხმად დამტკიცებულ განცხადებაში საბჭო გამოდის მოწოდებით გამკაცრდეს ჩრდილოეთი კორეისთვის გაეროს მიერ დაწესებული სანქციები. ამასთან, საბჭო აცხადებს, რომ ფხენიანის მხრიდან რაკეტის, ან ბირთვული გამოცდის დაგეგმვას დამატებითი ნაბიჯები მოჰყვება. საბჭოს შეფასებით, პარასკევს განხორციელებული გაშვება წარმოადგენდა გაეროს რეზოლუციების დარღვევას და მან აზიაში უსაფრთხოების შესახებ სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. ფხენიანის განცხადებით, პარასკევს რაკეტის გაშვება მიზნად ისახავდა ორბიტაზე თანამგზავრის განთავსებას. თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ სინამდვილეში მას გრძელი რადიუსის რაკეტის გამოცდა სურდა. გაშვებიდან რამდენიმე წუთში რაკეტა ზღვაში ჩავარდა.
XS
SM
MD
LG