Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში სასტიკად სცემეს ხიმკის ტყის დამცველ აქტივისტს


ორშაბათს რუსეთში დაუდგენელმა პირებმა სასტიკად სცემეს ოპოზიციური გაერთიანების, „ხიმკის ტყის დამცველების“ ერთ-ერთ აქტივისტს, ალექსეი დმიტრიევს. თავდასხმა მის სახლთან ახლოს მოხდა. დმიტრიევის კოლეგები ამბობენ, რომ მას სახეზე სისხლჩაქცევები აღენიშნება და სახლში მკურნალობს. ცემის ფაქტს ადგილობრივი პოლიცია იძიებს. პარალელურად, მოძრაობის ლიდერი, ევგენია ჩირიკოვა, ემზადება გარემოს დაცვის სფეროში მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ჯილდოს - გოლდმანის პრემიის - მისაღებად სან-ფრანცისკოში. ჩირიკოვას მოძრაობა 2009 წელს დაარსდა, როდესაც რეგიონის მცხოვრებლებმა გააპროტესტეს ადგილობრივი მთავრობის გეგმა ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობის თაობაზე, რომელსაც ტყეზე უნდა გაევლო და მოსკოვი და სანკტ-პეტერბურგი დაეკავშირებინა ერთმანეთთან. მოძრაობა თანდათან გადაიზარდა გავლენიან პოლიტიკურ ჯგუფში, რომელიც კრემლის საშინაო პოლიტიკას აპროტესტებს.
XS
SM
MD
LG