Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის სასამართლო კატინის გამოძიებაზე განაჩენს ვერ გამოიტანს


ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლო აცხადებს, რომ მას არ შეუძლია განაჩენის გამოტანა იმის შესახებ, რაოდენ სრულყოფილად გამოიძია რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონელი ოფიცრების დახოცვის ფაქტი. პოლონეთის თხუთმეტი მოქალაქე ჩიოდა, რომ რუსეთს არ ჩაუტარებია სრულყოფილი გამოძიება საბჭოთა უშიშროების მიერ 1940 წელს კატინის ტყეში 22,000-მდე პოლონელი ოფიცრისა და ინტელექტუალის დახოცვის გარემოებების შესახებ. სტრასბურგში განთავსებული სასამართლო აცხადებს, რომ რუსეთისგან არ მიუღია აუცილებელი დოკუმენტაცია საიმისოდ, რომ საქმეზე სრულყოფილი გადაწყვეტილების გამოტანა შესძლოს. ამასთან, სასამართლოს თანახმად, რუსეთმა მას არ შეატყობინა იმის შესახებ, რომ 2004 წელს დახურა ხოცვა-ჟლეტის გამოძიება. გარდა ამისა, მოსამართლეების შეფასებით, სიმართლის დადგენის მიზნით მსხვერპლთა ახლობლების და ნათესავების მხრიდან განცორციელებულ მცდელობებზე რუსეთის პასუხი „არაჰუმანური მოპყრობის“ შემთხვევებს წარმოადგენდა. გადაწყვეტილება არ არის საბოლოო - მისი გასაჩივრება სამი თვის განმავლობაშია შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG