Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასახელდნენ პულიცერის პრემიის ლაურეატები ჟურნალისტიკაში


პულიცერის პრემიის წლევანდელ ლაურეატებად საგამოძიებო ჟურნალისტიკაში დასახელდნენ ”ასოშიეიტედ პრესის” ჟურნალისტები, რომლებმაც გამოააშკარავეს ნიუ იორკის პოლიციის მიერ მუსულმანი მოქალაქეების მიმართ თვალთვალის მასშტაბური ოპერაცია. პულიცერის პრემიის 2012 წლის ლაურეატები ორშაბათს ნიუ იორკში დაასახელეს. პრემია გადაეცა აგრეთვე ”ფრანს პრესის” ფოტოგრაფს ნამუშევრისთვის, რომელზეც ქაბულში ტერაქტს გადარჩენილი გოგოა ასახული. გამარჯვებულთა შორის არის აგრეთვე გაზეთი The Huffington Post, რომელსაც პრემია გადაეცა რეპორტაჟისთვის, რომელიც მხოლოდ ინტერნეტით გავრცელდა. ჟურნალისტიკის გარდა პულიცერის პრემია ენიჭებათ ლიტერატურაში, თეატრსა და მუსიკაში წარმატებულ პირებს. პულიცერის პრემიის თითოეულ ლაურეატს გადაეცემა $10,000.
XS
SM
MD
LG