Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო განიხილავს უკრაინის ყოფილი შსს მინისტრის საქმეს


ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო დღეს იწყებს პატიმრობაში მყოფი უკრაინის ყოფილი შსს მინისტრის იური ლუცენკოს საქმის განხილვას. ლუცენკომ სასამართლოს სთხოვა დაადგინოს იყო, თუ არა მისი დაპატიმრება 2010 წელს პოლიტიკურად მოტივირებული. მიმდინარე წლის თებერვალში ლუცენკოს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სახელმწიფო ქონების გაფლანგვისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის. ლუცენკომ განაჩენი უკრაინის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. იური ლუცენკო პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს კაბინეტის წევრი იყო. ტიმოშენკოს 2011 წლის ოქტომბერში მსგავსი დანაშაულისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ლუცენკოცა და ტიმოშენკოც თავს უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლების პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად თვლიან.
XS
SM
MD
LG