Accessibility links

logo-print

ავსტრალია დაგეგმილზე ადრე გაიყვანს სამხედროებს ავღანეთიდან


ავსტრალია თავის სამხედროებს დაგეგმილზე ადრე გაიყვანს ავღანეთიდან. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ჯულია გილარდმა დღეს განაცხადა, რომ 2013 წლის ბოლოსთვის, ანუ დაგეგმილზე ერთი წლით ადრე ავსტრალიელ სამხედროთა უმრავლესობა სამშობლოში დაბრუნდება. ავღანეთში 1500 ავსტრალიელი სამხედრო იმყოფება. ეს ქვეყანა პირველია ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ავღანეთში სამხედროების რაოდენობის თვალსაზრისით. ავსტრალიელი ჯარისკაცების მთავარი ამოცანა ურუზგანის პროვინციაში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღებისთვის ავღანეთის ნაციონალური არმიის ბრიგადის მომზადებაა. ავღანეთში 32 ავსტრალიელი ჯარისკაცი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა, რამაც სამხედროების სამშობლოში დაბრუნებისთვის ავსტრალიის საზოგადოების მხრიდან ხელისუფლებაზე ზეწოლა გააძლიერა. პრემიერ-მინისტრ გილარდის განცხადება თალიბანის მიერ ავღანეთში ბოლოდროინდელ ტერაქტებს მოჰყვა. ჯულია გილარდი ჯარის გაყვანის გეგმას ჩიკაგოში - ნატოს სამიტზე წარმოადგენს. ”მჯერა ჩიკაგოს სამიტი 2013 წლის შუა პერიოდს საერთაშორისო სტრატეგიის ქვაკუთხედად აღიარებს. ეს იქნება გადამწყვეტი მომენტი, როცა საერთაშორისო ძალებს მთელს ავღანეთში შეეძლებათ მხარდამჭერის როლის შესრულებაზე გადავიდნენ”, - განაცხადა გილარდმა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ავსტრალიელი სამხედროები ავღანეთიდან გასვლას დაიწყებენ მაშინვე, როცა ავღანეთის პრეზიდენტი გამოაცხადებს ავღანეთის ძალების მიერ ურუზგანის პროვინციაში პასუხისმგებლობის აღების შესახებ გამოაცხადებს. ჯულია გილარდის თანახმად, ის და კარზაი მომავალ თვეში ჩიკაგოში ხელს მოაწერენ პარტნიორობის შეთანხმებას.
XS
SM
MD
LG