Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მთავრობა მიესალმება ბელორუსიაში პოლიტპატიმრების გათავისუფლებას


აშშ-ის მთავრობა „მნიშვნელოვან ნაბიჯს“ უწოდებს ბელორუსიის გადაწყვეტილებას პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატისა და მისი საარჩევნო კამპანიის მენეჯერის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. ამასთან, ვაშინგტონი მინსკს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოუშვას ყველა დანარჩენი პოლიტპატიმარიც. ანდრეი სანიკოვი და დმიტრი ბონდარენკო ციხიდან გამოუშვეს გასული კვირის მიწურულს, მიუხედავად მათთვის რამდენიმეწლიანი პატიმრობის მისჯისა, რაც მოჰყვა მათს აქტიურ მონაწილეობას საპროტესტო გამოსვლებში 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ამ არჩევნებში გამარჯვებულად ისევ პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა. ბელორუსი აქტივისტების მონაცემებით, ციხეებში რჩება 10 პოლიტპატიმარი, მათ შორის პრეზიდენტობის კიდევ ერთი ყოფილი კანდიდატი, მიკოლა სტატკევიჩი.
XS
SM
MD
LG