Accessibility links

logo-print
ძლიერი ყინვის გამო მიწის ნაკვეთების დამუშავება სამცხე-ჯავახეთში მოგვიანებით დაიწყო. აპრილის დასაწყისში რეგიონს 13 ტრაქტორი დაემატა, თუმცა, მოსახლეობის განმარტებით, ეს კიდევ არ არის საკმარისი სასოფლო სამუშოების დროულად შესრულებისთვის. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე სოფლის მეურნეობის დარგში დავით ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ სამცხე-ჯავახეთს შპს მექანიზაციის ცენტრი მოემსახურება, რომლის გახსნაც მაისში იგეგმება.

ის ფაქტი, რომ ტექნიკა საკმარისი არ არის, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ცნობილია, თუმცა გამგებლის მოადგილე გელა გოზალიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ, წინა წლებთან შედარებით, სოფლებში მდგომარეობა გაუმჯობესდა. მოსახლეობის განმარტებით, მათ მთავარ პრობლემად ამ დრომდე დაუცველი ადგილობრივი ბაზარი და სასოფლო ტექნიკის სიძვირე რჩება.

მოსახლეობა იმასაც აღნიშნავს, რომ მხოლოდ ტექნიკის რაოდენობის გაზრდა მათ პრობლემას ვერ მოაგვარებს. ვალის თემის გაერთიანების რწმუნებული გელა გოზალიშვილი ამბობს, რომ პრობლემა დიდია, რადგან ტექნიკის სიმცირის გამო მიწის ნაკვეთების დროულად დამუშავება ვერ ხერხდება.

სასოფლო-საკონსულტაციო ცენტრში ფიქრობენ, რომ ამ დარგის განვითარებას დიდი ძალისხმევა სჭირდება როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორის მხრიდან. ცენტრის დირექტორი გურამ ჯინჭველაძე ამბობს, რომ ევროპულ და ამერიკულ ქვეყნებში 5 ჰექტარზე დაახლოებით 1 ტრაქტორია გათვალისწინებული.

მესხეთში ფიქრობენ, რომ საკითხი კომპლექსურია და ტექნიკის ხელმისაწვდომობასთან ერთად ქვეყანაში მოსავლის რეალიზაციისა და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების მოგვარებაც უნდა დაიწყოს.
XS
SM
MD
LG