Accessibility links

logo-print

ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ივნისის ბოლოსთვის სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება


”ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ივნისის ბოლოსთვის საქართველოში მოხერხდება სიტუაციის უკეთესობისკენ გარდატეხა. საჩხერეში კოალიციის ოფისის გახსნისას ივანიშვილმა აღნიშნა, რომ სამ თვეში მოახერხეს ამერიკელებისა და ევროპელებისთვის ეჩვენებინათ სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და ძალადობრივი სახე და მიაღწიეს იმასაც, რომ არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვლენ. კოალიციის ლიდერის თქმით, რეგიონულ შტაბებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია გააქტიურდებიან, რაც ივნისის ბოლოსთვის სიტუაციას გარდატეხს და მოქალაქეებს ექნებათ აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება. ბიძინა ივანიშვილის განცხადებითვე, კოალიცია მოახერხებს იმასაც, რომ პოლიციამ საკუთარი ხალხის დათრგუნვას თავი დაანებოს. ამავე გამოსვლისას ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ოქტომბერში ოცნების მხოლოდ მცირე ნაწილი ასრულდება და შემდეგ ბევრი რამ იქნება გასაკეთებელი სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ძალაუფლების განაწილების, თვითმმართველობის გაძლიერების და ზეწოლისგან პარლამენტის გათავისუფლების მიზნით. "ქართული ოცნების" ლიდერი მისი გუნდის მოვალეობად მიიჩნევს ღირსების აღდგენას საქართველოს კონსტიტუციისთვის, რომელიც ივანიშვილის განცხადებით, ”შეურაცხყოფილია ერთი კაცის მიერ."
XS
SM
MD
LG