Accessibility links

logo-print

”ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი აშშ-ში გაემგზავრა


პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი აშშ-ში გაემგზავრა. რესპუბლიკური პარტიის ინფორმაციით, საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასა და საარჩევნო და დემოკრატიული გარემოს მხრივ არსებულ პრობლემებზე თინა ხიდაშელი ამერიკელ კონგრესმენებთან, სენატორებთან და სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის წარმომადგენლებთან შეხვედრებისას ისაუბრებს. ამავე საკითხებზე სასაუბროდ ბრიუსელში გაემგზავრა რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელიც ევროპარლამენტისა და ნატოს წარმომადგენლებს შეხვდება. უსუფაშვილის განცხადებით, კოალიცია "ქართული ოცნება" ევროპულ სტრუქტურებს კვლავ სთხოვს, ყველა შესაძლო ბერკეტის გამოყენებას საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად.
XS
SM
MD
LG