Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ელოდება ინფორმაციას თურქეთში ცეზიუმ 137-ის კონტრაბანდის ბრალდებით დაკავებულთა შესახებ


საქართველოს შსს თურქეთში რადიაქტიური ნივთიერება ცეზიუმ 137-ის კონტრაბანდის ბრალდებით დაკავებულების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ელის. სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ ქართული მხარე დაკავებული პირების თაობაზე რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს და მას თურქეთიდან ელოდება. გასულ კვირაში თურქულმა მედიამ კონტრაბანდასთან ბრძოლის სამმართველოსა და ჟანდარმერიაზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ანკარაში დააკავეს 3 პირი, რომლებსაც ავტომანქანაში აღმოუჩინეს 500 გრამი ცეზიუმ-137. ამავე წყაროს ინფორმაციით, დაკავებულებმა რუსეთში შეძენილი რადიაქტიური ნივთიერება თურქეთში საქართველოდან ჩაიტანეს და მის გაყიდვას მილიონ დოლარად აპირებდნენ. თურქული მედიის ცნობითვე, დაპატიმრებულები თურქეთის მოქალაქეები არიან, თუმცა საქართველოსა და გერმანიაში ცხოვრობენ.
XS
SM
MD
LG