Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰიზბოლას ლიდერი იყო ასანჟის პირველი სტუმარი Russia Today-ის ახალ პროგრამაში


ინტერნეტპორტალ "ვიკილიკსის" დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმა დღეს ახალი ტოკშოუ დაიწყო რუსეთის სახელმწიფო ტელეარხ Russia Today-ზე და პირველ სტუმრად მიიწვია გასამხედროებულ მოძრაობა „ჰიზბოლას“ ლიდერი, ჰასან ნასრალა. ისრაელსა და შეერთებულ შტატებს ნასრალა ტერორისტად მიაჩნიათ. ის ბეირუთიდან, ინტერნეტის მეშვეობით ესაუბრებოდა ასანჟს, რომელიც თავის მხრივ, ბრიტანეთში იმყოფებოდა, გასაიდუმლოებულ ადგილას. ბრიტანეთში გასამართლების შემდეგ ასანჟი თავდებით არის გათავისუფლებული და იბრძვის შვეციაში ექსტრადიციის თავიდან ასაცილებლად. შვეციაში მას წაყენებული აქვს სქესობრივი დანაშაულის ბრალდებები. ჰიზბოლას ლიდერი იშვიათად ჩნდება საჯაროდ - აცხადებს, რომ ეშინია ისრაელის მიერ მისი ლიკვიდაციის. ასანჟთან ინტერვიუში ნასრალამ აღნიშნა, რომ მხარს უჭერს სირიასთან დიალოგს მაშინ, როცა შეერთებული შტატების და ისრაელის „სამოქალაქო ომისაკენ“ ისწრაფვიან.
XS
SM
MD
LG