Accessibility links

აფხაზეთში თავი მოიკლა დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა


აფხაზეთიდან გავრცელებული ინფორმაციით, დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ალმასბეი კჩაჩმა თავი მოიკლა მისი დაკავების მცდელობისას. დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლები კჩაჩის დაკავებას აპირებდნენ, სავარაუდოდ, დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბზე წელს, თებერვალში მოწყობილი თავდასხმის გამოძიებასთან დაკავშირებით. ინციდენტი დღეს, გაგრაში მოხდა. კჩაჩი აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო რამდენიმე წლის განმავლობაში, რეგიონის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას მმართველობის პერიოდში. ხელისუფლების სათავეში სერგეი ბაგაფშის მოსვლის შემდეგ, კჩაჩი აქტიურ პოლიტიკას ჩამოშორდა, თუმცა, ოპოზიციის მომხრედ ითვლებოდა.
XS
SM
MD
LG