Accessibility links

logo-print

გაეროს პრესის თავისუფლების პრემია აზერბაიჯანელ ჟურნალისტს მიენიჭა


აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, იენულა ფატულაევს მიენიჭა გაეროს წლიური პრემია გამოხატვის თავისუფლების საქმეში წვლილისათვის. იუნესკოს განცხადებით, იენულა ფატულაევს ენიჭება პრესის თავისუფლების პრემია, რადგან თავისი კარიერის მანძილზე მუდამ და მტკიცედ შამოდიოდა სიტყვის და პრესის თავისუფლებისთვის. ფატულაევი შარშან გაათავისუფოლეს ციხიდან ოთხწლიანი პატიმრობის შემდეგ. მან დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია, „ადამიანის უფლებების საჯარო კავშირი“. ამ პრემიის ლაურეატთა შორის არიან ირანელი აჰმად ზეილდაბადი და რუსეთში მოკლული ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკია.
XS
SM
MD
LG