Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტს აშშ-ისგან წლიურად ორი მილიარდი დოლარის მიღება სურს


ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამდ კარზაიმ განაცხადა, რომ წლიურად, მის მთავრობას, საერთაშორისო ჯარის ავღანეთიდან გასვლის შემდეგ, 2014 წლიდან, ორი მილიარდი დოლარი დასჭირდება. კარზაიმ ქაბულში გამოსვლისას თქვა, რომ აშშ-მა უნდა განსაზვროს, რამდენს გადაუხდის ის ავღანეთს სტრატეგიული ხელშეკრულების თანახმად. ეს მომავალში, ქაბულისა და ვაშინგტონის ურთიერთობის მარეგულირებელი დოკუმენტი შემუშავების სტადიაშია; ავღანეთის მთავრობამ მასზე ხელმოწერისთვის დაყენებულ ორ პირობას უკვე მიაღწია: ერთი შეეხება ავღანეთის ციხეების კონტროლს და მეორე კი ღამის სადავო რეიდებს. ორივე მხარე იმედოვნებს, რომ ხელშეკრულებას ხელს ნატოს სამიტამდე, მაისის ბოლომდე მოწერენ. თავის გამოსვლაში კარზაიმ გააფრთხილა თალიბანი, რომ მისი თავდასხმები მხოლოდ გაახანგძლივებს უცხოეთის ჯარის ყოფნას ავღანეთში.
XS
SM
MD
LG