Accessibility links

logo-print

მექსიკაში 14 ადამიანის გვამები აღმოაჩინეს


მექსიკის ჩრდილოეთში, აშშ-ის საზღვართან აღმოაჩინეს 14 ადამიანის დანაწევრებული გვამები. როგორც ჩანს, ისინი ნარკობიზნესთან დაკავშირებულმა ძალადობამ იმსხვერპლა. გვამები ქალაქ ნუევო ლარედოში, მიკროავტობუსში იპოვნეს. ეს ქალაქი ნარკოკარტელ ”სეტასის” საყრდენ პუნქტად ითვლება. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, ნარკობიზნესთან დაკავშირებული დაჯგუფებების ომის შედეგად დაიღუპა 50 ათასი ადამიანი.
XS
SM
MD
LG