Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში თავი მოიკლა დე ფაქტო პრეზიდენტზე თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილმა მეორე პირმა


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგამოძიებო იზოლატორში თავი მოიკლა პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილმა მეორე პირმა, იუწყებიან რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები. ცნობით, ოთხი დაკავებულიდან ერთ-ერთმა, ტიმურ ხუტაბამ სოხუმის საპატიმროში, საკანში ჩამოიხრჩო თავი. ხუტაბა 14 აპრილს დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებდა და ამბობდა, რომ ჰქონდა ალიბი. ეს პრეზიდენტზე თავდასხმაში ეჭვმიტანილთა შორის, თვითმკვლელობის უკვე მეორე შემთხვევაა. გუშინ, საკუთარ ბინაში პისტოლეტით თავი მოიკლა აფხაზეთის შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ალმასბეი კჩაჩმა, რომელიც ასევე ანქვაბზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზებაში იყო ეჭვმიტანილი.
დღეს ცნობილი გახდა, რომ 17 აპრილს თვითმკვლელობა სცადა კიდევ ერთმა პირმა მურთაზ საკანიამ, რომელიც დასაკითხად იყო დაბარებული. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურის ცნობით, საკანიას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და ამჟამად ის ჩვენებას აძლევს.
XS
SM
MD
LG