Accessibility links

logo-print

შვეიცარიამ ირანს სანქციები გაუფართოვა


შვეიცარიის მთავრობის თანახმად, მან გააფართოვა ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და გაყინა 11 კომპანიის და კერძო პირის საბანკო ანგარიშები. მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი შვეიცარიას აახლოვებს ირანის ბირთვული პროგრამის გამო ევროპის კავშირის მიერ დაწესებული სანქციების მიმართულებასთან. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით შვეიცარიის სანქციები არ ეხება ირანის ცენტრალურ ბანკს. ამ ქვეყნის მთავრობა აცხადებს, რომ ირანის ნედლი ნავთობის თაობაზე ევროკავშირის სანქციების გარშემო მოგვიანებით მიიღებს გადაწყვეტილებას. შვეიცარიის ბანკებს რა ხანია აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის ირანის მთავრობასთან დაკავშირებულ ფირმებს და კერძო პირებს საშუალებას აძლევენ აწარმოონ საბანკო ოპერაციები.
XS
SM
MD
LG