Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს წევრი ქვეყნების მინისტრები ავღანეთიდან ჯარის გაყვანის დეტალებს ათანხმებენ


ბრიუსელში შეიკრიბნენ ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო და თავდაცვის მინისტრები, რომლებიც ავღანეთიდან საერთაშორისო ჯარის გაყვანის გარშემო მსჯელობენ. ამჟამად იქ განთავსებული 130 ათასი სამხედროს გაყვანა უნდა მოხდეს 2014 წლისთვის, როცა ქვეყნის უსაფრთხოების პასუხიმგებლობა ავღანეთის არმიას ჩაბარდება. ნატოს წევრების 28 მინისტრი მსჯელობს იმაზე, თუ რამდენი უცხოელი სამხედრო უნდა დარჩეს ავღანეთში 2014 წლის შემდეგ და ვინ დააფინანსებს ავღანეთის არმიას მომავალში. აშშ თავის მოკავშირეებს მოთხოვს, გაიღონ მესამედი იმ ოთხი მილიარდისა, რომელიც დასჭირდება ქაბულს წლიურად არმიისთვის. დანარჩენ სამ მილიარდს ვაშინგტონი თვითონ გამოყოფს.
XS
SM
MD
LG