Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს მეთვალყურეთა რაოდენობის გაზრდას არ ემხრობა


სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვალიდ მუალემმა, ოთხშაბათს განაცხადა, რომ მის ქვეყანაში ცეცხლის შეწყვეტის მეთვალყურეობისთვის მივლინებული გაეროს წარმომადგენლების რაოდენობა, 250, "გონივრული და ლოგიკურია". მისი განცხადება მოჰყვა გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის ნათქვამს, რომ სამეთვალყურეო მისია უნდა განხორციელდეს ავიაციის მეშვეობით. მუალემმა ჩინეთში განაცხადა, რომ გაეროს შეუძლია გამოიყენოს სირიის თვითმფრინავები მისიის შესასრულებლად. მანვე თქვა, რომ სირია პატივს ცემს და გაატარებს გაეროს ექვსპუნქტიან გეგმას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გააკრიტიკა სირიის ზოგიერთი ოპოზიციური ჯგუფი, მათ შორის, სირიის ეროვნული საბჭო, რადგან არ მიემხრნენ გაეროს შუამავლის, კოფი ანანის გეგმას ცეცხლის შეწყვეტის და ძალადობის დასრულების შესახებ.
XS
SM
MD
LG