Accessibility links

logo-print

ჯონ ბასის თქმით, საქართველოში ჰილარი კლინტონის ვიზიტის თარიღი ჯერ უცნობია


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის თარიღი ამ დროისთვის ცნობილი არ არის - ამის შესახებ დღეს თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა, რომელიც შავი ზღვის უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა. ბასმა აღნიშნა, რომ ვიზიტის თარიღს მისი დაზუსტების შემდეგ მედიაც შეიტყობს. ელჩის ინფორმაციით, ამ კვირაში ბრიუსელში, ნატოს მინისტერიალზე ჰილარი კლინტონი ისაუბრებს ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციასა და მისი გაგრძელების პერსპექტივაზე. "განხილვის თემა იქნება ნატოს მისიაში საქართველოს მონაწილეობაც, რომლის გამო ჩვენ ქართული მხარის ძალიან მადლიერნი ვართ" - განაცხადა ჯონ ბასმა.
XS
SM
MD
LG