Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრეივიკი მოითხოვს, ან გაამართლონ ან სიკვდილი მიუსაჯონ


ნორვეგიელმა ანდერს ბერინგ ბრეივიკმა, რომელმაც სასამართლოს წინაშე აღიარა, რომ დახოცა 77 ადამიანი, ოთხშაბათს სასამართლოს განუცხადა, ან გამამართლეთ, ან სიკვდილი მიმისაჯეთო. ნორვეგიაში სიკვდილით დასჯა გაუქმებულია. ბრეივიკმა დაგმო 21 წლიანი პატიმრობა და მას „პათეტიკური“უწოდა. ეს ბრეივიკის პროცესის მესამე დღე იყო. ბრალდებულმა არ მიაწოდა სასამართლოს დეტალები უცხოელ ნაციონალისტებთან მისი კონტაქტების და „ტამპლიერების ორდენთან“ კავშირის შესახებ. მან სასამართლოს ბრალად დასდო, რომ ქსელის მიმართ უნდობლობის დათესვა სურთ და რომ მას აბუჩად იგდებენ. ბრეივიკმა გააფრთხილა ნორვეგია, რომ მას შეიარაღებული ნაციონალისიტების სხვა ორი დაჯგუფება დაესხმის თავს.
XS
SM
MD
LG