Accessibility links

ირანელი კანონმდებლები პრეზიდენტს აკრიტიკებენ


ირანის კანონმდებლების ჯგუფმა პარლამენტის თავმჯდომარეს მისწერა წერილი, სადაც ისინი აკრიტიკებენ პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადს. ეს მისი შვიდწლიანი პრეზიდენტობის მანძილზე პირველი ასეთი შემთხვევაა. თუ უმრავლესობა მიემხრო, შესაძლებელია აჰმადინეჟადისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა დაიწყოს. წერილში, რომელსაც 21 დეპუტატი აწერს ხელს, და რომელიც გაეგზავნა ალი ლარიჯანის, წერია, რომ პრეზიდენტი პარლამენტს აბუჩად იგდებს. აჰმადინეჟადმა დაკარგა მომხრეთა რიცხვი ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მას დეპუტატები ბრალად სდებენ, რომ გვერდს უვლის კანონმდებლობას და კანონებს მათ გარეშე იღებს.
XS
SM
MD
LG