Accessibility links

logo-print

ლეონ პანეტამ გააკრიტიკა სკანდალური ფოტოს გამოქვეყნება


აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ალეონ პანეტამ, რომელიც ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობდა, დაგმო პრესაში იმ ფოტოსურათის გამოქვეყნება, რომელზეც ამერიკელი ჯარისკაცი დახოცილი ავღანელი ექსტრემისტების ფონზე პოზირებს. „ჩვენ ვთხოვეთ „ლოს ანჯელეს ტაიმსს“, რათა არ გამოექვეყნებინა ეს ფოტოსურათები იმ მიზეზით, რომ მსგავს ფოტოს მტერი ყოველთვის გამოიყენებს ძალადობის გასაღვივებლად, და წარსულშიც მოჰყოლია ადამიანების მსხვერპლი ასეთი ფოტოგრაფიების გამოქვეყნებას.“ ამერიკელი სამხედროების მხარდამჭერი განცხადება ლეონ პანეტამ გააკეთა ბრიუსელში, სადაც ნატოელ კოლეგებთან მოლაპარაკებების დროს ყურადღება გაამახვილა ავღანეთის უსაფრთხოებაზე, ამ ქვეყნიდან მრავალეროვნული სამხედრო კონტინგენტის გასვლის შემდეგ. ქაბული აცხადებს, რომ ავღანეთის არმიამ უკვე მიაღწია 195 ათას კაცს, იმ რაოდენობას, რაც საჭიროა უსაფრთხოების გეგმების განსახორციელებლად.
XS
SM
MD
LG