Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს უკრაინის სასამართლოში იწყება იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ მორიგი საქმის განხილვა


დღეს უკრაინაში, ხარკოვის სასამართლოში უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ მორიგი საქმის განხილვა იწყება. ექს-პრემიერს ბრალად ედება საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა იმ პერიოდში, როცა ის ”უკრაინის ერთიან ენერგოსისტემებს” ხელმძღვანელობდა. ტიმოშენკო უკვე იხდის შვიდწლიან სასჯელს. მას ოქტომბერში თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის გამოუტანეს განაჩენი. ტიმოშენკო უარს აცხადებს დაესწროს დღევანდელ პროცესს და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს. მისი ოჯახისა და ადვოკატების თანახმად, ტიმოშენკოს თვეებია ზურგის ტკივილი აწუხებს. დღეს ”როსიისკაია გაზეტა” აქვეყნებს ინტერვიუს გერმანელ პროფესორთან, რომელმაც გამოიკვლია იულია ტიმოშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა. პროფესორი ასკვნის, რომ ტიმოშენკო მართლაც სერიოზულად არის ავად და მას ბერლინის კლინიკაში მკურნალობა შესთავაზა. პროფესორ კარლ მაქს აინჰოილის თქმით, ტიმოშენკოს ხერხემლის თიაქარი აქვს, რაც ძლიერ ტკივილს იწვევს. ამასთან, გერმანელი პროფესორი იმასაც აღნიშნავს, რომ ხარკოვის საავადმყოფოს არც თუ ურიგო საშუალებები აქვს ტიმოშენკოს მკურნალობისთვის.
XS
SM
MD
LG