Accessibility links

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სამი აგენტი ტოვებს თანამდებობას


აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სამი აგენტი იმ თერთმეტი თანამშრომლიდან, რომელიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას კოლუმბიაში ვიზიტის დროს პროსტიტუციასთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა, ტოვებს ელიტური ძალების რიგებს. საიდუმლო სამსახურის დირექტორის თანაშემწემ პოლ მორისიმ ვაშინგტონში განაცხადა, რომ ერთი თანამშრომელი პენსიაში გადის, ერთი თანამდებობიდან გადადგება, მესამეს კი ათავისუფლებენ სამსახურიდან. სამი აგენტის ვინაობა არ დასახელებულა. დანარჩენი რვა თანამშრომლის საკითხს გამოძიება არკვევს. ბარაკ ობამას საიდუმლო სამსახურის 11 თანამშრომელი კოლუმბიაში ობამას ვიზიტის მზადების პერიოდში, კარტახენას სასტუმროში 20 მეძავთან ერთად იმყოფებოდა. სკანდალმა აშშ-ის მედია მოიცვა. კონგრესი საკითხზე მოსმენის გამართვას გეგმავს.
XS
SM
MD
LG