Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში მომხდარ აფეთქებებს ათობით ადამიანი შეეწირა


ბაღდადში და ერაყის სხვა ქალაქებში 10-მდე აფეთქება მოხდა. მსხვერპლის შესახებ კვლავ მოდის ახალი ინფორმაცია - წინასწარი ცნობებით, მოკლულია 20დან 35-მდე ადამიანი. დაჭრილია 100-მდე პირი. ყველაზე მასშტაბური თავდასხმა ჩრდილოეთის ქალაქ ქირქუქში მოხდა - ბომბმა, რომლის სამიზნეს პოლიცია წარმოადგენდა, 4 ადამიანის სიკვდილი და 24-ის დაჭრა გამოიწვია. ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბაღდადში და მის შემოგარენში 5 აფეთქება მოხდა, რამაც, საერთო ჯამში, 17 ადამიანი იმსხვერპლა. არის ცნობები აფეთქებებზე ბაყუბაში, სამარაში, რამადიში, მალაში და სხვა ქალაქებში.
XS
SM
MD
LG