Accessibility links

logo-print

პრეზიდენტმა შეწყვეტილად გამოაცხადა შეთანხმება ტელერადიოკომპანია Мир-ის შესახებ


საქართველოს პრეზიდენტმა შეწყვეტილად გამოაცხადა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ქვეყანაში საქმიანობდა სახელმწიფოთაშორისი ტელერადიოკომპანია Мир-ი. მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებით, რომელიც ოფიციალურად უკვე გამოქვეყნდა, შეწვეტილია 1993 წლის 24 დეკემბერს აშხაბადში ხელმოწერილი სახელმწიფოთაშორისი ტელერადიოკომპანიის საქმიანობის შეუფერხებელი და დამოუკიდებელი განხორციელების საერთაშორისო-სამართლებრივი გარანტიების შეთანხმების მოქმედება, რის შესახებაც დეპოზიტარს უნდა აცნობოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ჯერჯერობით უკომენტაროდ ტოვებს Мир-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ბადრი ნაჭყებია. მან სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუმარტა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში დეტალურად ვერ ისაუბრებს, რადგან საკითხი იურიდიულია და შესაბამისად, იურისტები მუშაობენ. "ნებისმიერ შემთხვევაში, შეიძლება ფორმა შეიცვალოს და მუშაობა საერთაშორისო ინსტიტუტების მსგავსად გავაგრძელოთ”, - განაცხადა ბადრი ნაჭყებიამ. მისივე თქმით, სახელმწიფოთაშორისი ტელერადიოკომპანია ტექნიკურ მომსახურეობას ვეღარ გაუწევს სხვადასხვა კომპანიას საქართველოდან მათი მასალების გასაგზავნად.
XS
SM
MD
LG