Accessibility links

თბილისში გაიმართა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის კვლევის პრეზენტაცია


საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის კვლევის თანახმად, საქართველოში მეწარმეთა უმეტესი ნაწილი ბიზნესგარემოს მიმართ დადებითადაა განწყობილი. კორპორაციის კვლევა, რომლის პრეზენტაცია დღეს თბილისში გაიმართა, ასახავს მეწარმეთა დამოკიდებულებას ბიზნესის სფეროში ბოლო დროს განხორციელებული რეფორმებისადმი. მათი განწყობის დასადგენად 1000-ზე მეტი მეწარმე გამოიკითხა. რესპონდენტთა 75% მიიჩნევს, რომ ბიზნესგარემო მეტნაკლებად, ან საკმაოდ მიმზიდველია. გამოკითხულთა მხოლოდ 0,11%-მა ახსენა კორუფცია, როგორც პრობლემა საბიუჯეტო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას, და მხოლოდ 6%-მა აღნიშნა, რომ სმენია სამთავრობო სტრუქტურებში კორუფციის შესახებ. ამავე კვლევის თანახმად, მეწარმეები პრობლემებად ასახელებენ ჯარიმებს და მაღალ საგადასახადო განაკვეთებსა და კომუნალურ ხარჯებს. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის კვლევამ აჩვენა, რომ საგადასახადო შემოწმება კვალავ რჩება ერთ-ერთ სერიოზულ საკითხად და ტვირთად მცირე ბიზნესისთვის.
XS
SM
MD
LG