Accessibility links

logo-print

დავით ბერძენიშვილი: ქართული პოლიტიკა ხვალ მასშტაბურ ძალას შეიძენს


პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ იქნება, თუ არა ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე პარტია "ქართული ოცნების" ფაქტობრივი ლიდერი. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რესპუბლიკელმა დავით ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ოფიციალურად ვინ დასახელდება პარტიის თავმჯდომარედ, რადგან პარტიის და კოალიციის რეალური ლიდერი არის და იქნება ბიძინა ივანიშვილი. მისი პოლიტიკური პარტიის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი ყრილობა 21 აპრილს, თბილისში გაიმართება. დავით ბერძენიშვილის განცხადებით, საზოგადოებაში ბიძინა ივანიშვილისადმი ნდობა და ინტერესი მაღალია, ამიტომ ქართული პოლიტიკა ხვალ მასშტაბურ ძალას შეიძენს.
XS
SM
MD
LG