Accessibility links

ბრეივიკი თავდასხმების შესახებ დეტალებს ამხელს


ოსლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე ანდერს ბრეივიკმა - რომელიც აღიარებს მასობრივი მკვლელობების ჩადენას - განაცხადა, მთლიანობაში „კარგი ადამიანი“ ვარ, რომელმაც თავი გამოწვრთნა და ემოციების უკუგდება იწავლა, რათა თავდასხმების მოწყობა შეძლებოდაო. პარასკევი ბრეივიკის მხრიდან ჩვენების მეოთხე დღე იყო. პროკურორებმა მას დეტალურად მოთხოვეს 2011 წლის ივლისში, კუნძულ უტოიაზე მოწყობილი ხოცვა-ჟლეტის გახსენება. ხუთშაბათს ბრეივიკმა სასამართლოს მოუთხრო როგორ თამაშობდა კომპიუტერულ თამაშებს დღე-ღამეში 16 საათის განმავლობაში და ყოველდღიურად როგორ მიმართავდა მედიტაციას, ემოციების ჩასახშობად. ბრეივიკის განცხადებით, მის მიზანს წარმოადგენდა უტოიაზე მყოფი 569-ვე ადამიანის მოკვლა - არა მხოლოდ 69 პირის, ძირითადად თინეიჯერების, რომელთა დახოცვაც მან შესძლო. კიდევ რვა ადამიანი დაიღუპა იმავე დღეს, უფრო ადრე, როცა ბრეივიკმა ოსლოში მანქანაზე დამონტაჟებული ბომბით მოაწყო აფეთქება. ბრეივიკი აღიარებს მკვლელობების ჩადენას - თუმცა თავს დამნაშავედ არ სცნობს და აცხადებს, რომ მისი თავდასხმები წარმოადგენდა მთავრობის მიერ გატარებული, მულტიკულტურალისტური პოლიტიკისგან თავის დაცვის აქტს.
XS
SM
MD
LG