Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანანის პრესმდივანი: სირიაში ვითარება „კარგი არ არის“


სირიის კრიზისში გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომაგენლის, კოფი ანანის პრესმდივანი აცხადებს, რომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კვლავ „ძალიან მყიფეა“ და ადგილზე არსებული ვითარება „კარგი არ არის“. პარასკევს, ჟენევაში გაკეთებულ განცხადებებში აჰმად დავზიმ თქვა, გაეროს უშიშროების საბჭო სირიაში 300 დამკვირვებლის გაგზავნის შესახებ რეზოლუციას როგორც კი მიიღებს, ისინი იქ ძალიან მალე იქნებიან გაგზავნილიო. მისი თქმით, მოცემულ მომენტში სირიაში გაეროს შვიდი დამკვირვებელი იმყოფება, 23 აპრილს კიდევ ორის ჩასვლაა დაგეგმილი, ერთი კვირის შემდეგ კი ქვეყანაში 30 პირისგან შემდგარმა დამკვირვებელთა ჯგუფმა უნდა იმოქმედოს. ბრიტანეთში განთავსებული ადამიანის უფლებების სირიული ობსერვატორია აცხადებს, რომ სირიის ჯარმა პარასკევს ცენტრალურ ქალაქ ჰომსს ცეცხლი გაუხსნა და იქ დამატებითი ძალები შეიყვანა. პარალელურად, სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ქვეყნის სამხრეთში, გზაზე დამონტაჟებულმა ბომბმა უსაფრთხოების სტრუქტურების 10 მუშაკი იმსხვერპლა. ამ ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება.
XS
SM
MD
LG