Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში სამხედრო მმართველობის წინააღმდეგ აქციაში ათასობით პირმა მიიღო მონაწილეობა


ათასობით ადამიანი შეიკრიბა კაიროს თაჰრირის მოედანზე, რათა მონაწილეობა მიეღო საპროტესტო აქციაში იმ პოლიტიკური გავლენების წინააღმდეგ, რომელსაც ინარჩუნებენ სამხედროები და ყოფილი ლიდერის, ჰოსნი მუბარაქის რეჟიმის წარმომადგენლები. აქციას მხარი დაუჭირა მუსულმანთა საძმომ, რომელიც ქვეყნის პარლამენტის ორივე პალატაში ფლობს უმრავლესობას. მუსულმანთა საძმოს გულისწყრომა გამოიწვია მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში მათი კანდიდატისთვის მინიჭებულმა დისკვალიფიკაციამ. დემონსტრანტები ასევე გამოთქვამდნენ შეშფოთებას არჩევნების გადადების შესაძლებლობის გარშემო, რადგან მიმდინარე თვეში სასამართლომ გააუქმა კომისია, რომელსაც ახალი კონსტიტუციის შემუშავება ჰქონდა დავალებული. არადა შეიარაღებული ძალების უზენაეს საბჭოს ნათქვამი აქვს, რომ კონსტიტუცია არჩევნებამდე უნდა იქნეს მიღებული. სამხედრო უწყებების წარმომადგენლები მთავრობას სათავეში უდგანან 2011 წლის თებერვალში მუბარაქის გადადგომის შემდეგ, თუმცა პირობას დებენ, რომ ხელისუფლებას სამოქალაქო პირებს გადასცემენ.
XS
SM
MD
LG