Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს დამკვირვებლები ჰომსში არიან


გაეროს დამკვირვებლები, რომლებსაც სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვის მხარდაჭერა ევალებათ, ამჟამად ათვალიერებენ მღელვარებით მოცულ ქალაქ ჰომსს. ოფიციალური პირების ცნობით, შვიდი დამკვირვებლისგან შემდგარმა ჯგუფმა ქუჩებში გასვლამდე ქალაქის ხელმძღვანელობასთან გამართა შეხვედრა. აქტივისტები აცხადებენ, რომ დამკვირვებლების ვიზიტის წინ ჰომსში სროლა შეწყდა და სამხედროებმა ტანკები დამალეს. ამ ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება. დღეს მოგვიანებით გაეროს უშიშროების საბჭომ კენჭი უნდა უყაროს რეზოლუციას, რომელიც სირიაში 300 დამკვირვებლის გაგზავნას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG