Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჰრეინში „ფორმულა ერთის“ წინ მღელვარებაა


ბაჰრეინიდან მოსული ცნობით, წუხელ ღამით პოლიციასთან მომხდარი შეტაკების შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს მამაკაცი. ოპოზიციური ჯგუფის ინფორმაციით, სალაჰ აბას ჰაბიბის გვამს დედაქალაქ მანამის ახლოს მდებარე, ძირითადად შიიტებით დასახლებულ სოფელ შახურაში მიაგნეს. დაძაბულობის განმუხტვის მიზნით მთავრობამ გამოძიება დაიწყო. გუშინ ქვეყანაში ათი ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა საპროტესტო აქციებში, რომლებიც ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიების დასრულების მოთხოვნით გაიმართა. კვირას ბაჰრეინში ავტორბოლა „ფორმულა ერთი“ უნდა მოეწყოს. როგორც იუწყებიან, მანამის ქუჩებში დაჯავშნული მანქანებით მიმდინარეობს პატრულირება.
XS
SM
MD
LG