Accessibility links

ქაბულში დააკავეს ექსტრემისტები 10,000 კილოგრამი ასაფეთქებელი მოწყობილობით


ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ქაბულში დააკავეს ხუთი მეამბოხე, რომლებსაც 10,000 კილოგრამი ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოუჩინეს. როგორც ვარაუდობენ, აფეთქებების მოწყობა იგეგმებოდა დედაქალაქის ხალხმრავალ ადგილებში, რაც მასშტაბურ სისხლისღვრას გამოიწვევდა. უსაფრთხოების ძალების ცნობით, აღმოჩენილია ვიდეოჩანაწერი, რომელიც ჯგუფის გეგმებს აღწერს, ისევე როგორც თვითმკვლელი მოიერიშეების ქამრები და იარაღი.
XS
SM
MD
LG