Accessibility links

logo-print

სააკაშვილმა ტრამპი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა


უძრავი ქონების ამერიკელი მაგნატი, დონალდ ტრამპი საქართველოში იმყოფება. დღეს იგი საქართველოს პრეზიენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, თავის რეზიდენციაში მიიღო და ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. კვირას ტრამპი ბათუმში იქნება და მონაწილეობას მიღებს მისი სახელობის პროექტის - „ტრამპ ტაუერის“ - პრეზენტაციაში. ტრამპი არ იქნება 47-სართულიანი „ტრამპ ტაუერის“ მფლობელი. პროექტის ავტორი და მფლობელია Silk Road Group-ი (SRG), ქართული კონგლომერატი ბიზნესინტერესებით ტრანსპორტირების, ტელეკომუნიკაციების, საბანკო და უძრავი ქონების სფეროებში. სააგენტო „სივილ ჯორჯიას“ ცნობით, Silk Road Group-ი „ტრამპის“ სახელს და სავაჭრო ნიშანს იყენებს 2011 მარტში, ნიუ-იორკში, დეველოპერული და უძრავი ქონების კომპანიასთან, Trump Organization-თან მიღწეული სალიცენზიო შეთანხმების ფარგლებში. ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრას პრეზიდენტი სააკაშვილიც ესწრებოდა.
XS
SM
MD
LG