Accessibility links

logo-print

რუსეთში ეკლესიის „დასაცავად“ ლოცვის დღე ეწყობა


რუსეთის მთავარი საკათედრო ტაძრის წინ ათასობით მორწმუნე შეიკრიბა, რათა მონაწილეობა მიეღო აქციაში, რომელსაც რელიგიური ლიდერები მართლმადიდებლობის „დასაცავ“ ლოცვის დღეს უწოდებენ. მოსკოვში, მაცხოვრის ტაძარში დილის წირვა პატრიარქმა კირილემ ჩაატარა. შემდეგ დაიწყო მსვლელობა, რომლის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მათი პროტესტის სამიზნეს წარმოადგენდა ეკლესიაზე „თავდასხმები“. მართლმადიდებელი ეკლესიის მესვეურების განსაკუთრებული გულისწყრომა გამოიწვია გოგონათა პანკ-ჯგუფის, "პუსი რაიოტის" ქმედებებმა. ჯგუფის წევრებმა თებერვალში მაცხოვრის ტაძარში მიმდინარე წირვა შეწყვიტეს - მათ აქცია მოაწყვეს და იმღერეს ეკლესიისა და ვლადიმირ პუტინის კავშირების კრიტიკის შემცველი სიმღერა. ეკლესია მორწმუნეებს მთელი რუსეთის მასშტაბით მოუწოდებს ლოცვის დღის გამართვისკენ.
XS
SM
MD
LG