Accessibility links

logo-print

ბაქოში მოეწყო ანტისამთავრობო დემონსტრაცია


აზერბაიჯანის პოლიტიკური ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერმა მიიღო მონაწილეობა ბაქოში გამართულ აქციაში, რომლის მოთხოვნები იყო პოლიტპატიმრების განთავისუფლება და პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გადადგომა. აქციაზე წარმოდგენილ ოპოზიციურ ჯგუფებს შორის იყვნენ სახალხო ფრონტი, „მუსავათი“ და ხალხის პარტია. აქციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს რამდენიმე არასამთავრობო და ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. ისინი ალიევის გადადგომას მოითხოვდნენ და სკანდირებდნენ ლოზუნგს „ევროვიზია პოლიტპატიმრების გარეშე“. მაისში აზერბაიჯანი ევროვიზიის სასიმღერო კონკურსს უმასპინძლებს. დღევანდელი დემონსტრაცია წარმოადგენდა მიმდინარე წელს ჩატარებულ უკვე მეორე სანქცირებულ აქციას. შარშან ანალოგიურ საპროტესტო გამოსვლებს მთავრობის მხრიდან ძალადობრივი რეპრესიები მოჰყვა.
XS
SM
MD
LG