Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი: წინასწარი მონაცემებით ოლანდი სარკოზის უსწრებს


საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური მონაცემები მოწმობს, რომ სოციალისტი კანდიდატი, ფრანსუა ოლანდი და მოქმედი კონსერვატორი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი, ერთმანეთს 6 მაისს, მეორე ტურში დაუპირისპირდებიან. ხმების ნაწილის დათვლის შედეგად მიღებული, წინასწარი მონაცემებით ლიდერობს ოლანდი, ხმების 27.5 პროცენტით. სარკოზის კი 26.6 პროცენტი აქვს. მესამე ადგილზე, ხმათა დაახლოებთ 20 პროცენტით, გადის ულტრა-მემარჯვენე კანდიდატი, მარინ ლე პენი. მეოთხე და მეხუთე ადგილებზე გადიან „მემარცხენე ფრონტის“ კანდიდატი, ჟან-ლუკ მელანშონი და ვეტერანი ცენტრისტი, ფრანსუა ბაირუ. კენჭს სულ 10 კანდიდატი იყრიდა. გავრცელებული ცნობებით, არჩევნებში ამომრჩევლის 80 პროცენტზე მეტმა მიიღო მონაწილეობა.
XS
SM
MD
LG