Accessibility links

ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტს მოახსენა ვაშინგტონთან შეთანხმების პროექტზე


ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზალმაი რასულმა დღეს პარლამენტს, სენატს, გააცნო ქაბულსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმების პროექტის საბოლოო ვერსია. შეთანხმება შეეხება აშშ-ს მიერ ავღანეთისთვის დახმარების გაწევას. უშიშროების სფეროში მრჩეველმა, რანგინ დადფარ სპანტამ კი პარლამენტის ქვედა პალატას წარუდგინა იგივე დოკუმენტი.კვირას სპანტამ და აშშ-ის ელჩმა ავღანეთში, რაიან კროკერმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას. დოკუმენტი ავღანეთის პარლამენტის ორივე პალატამ უნდა მოიწონოს. შეთანხმებაში განსაზღვრულია ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც მომავალში აშშ ავღანეთს დაეხმარება. თუმცა, შეთანხმების პროექტი არ ეხება აშშ სამხედროებისა და იმ მრჩევლების რაოდენობასა და მოქმედებას, რომლებიც ავღანეთში 2014 წლის, ანუ ნატოს ძალების გასვლის შემდეგაც გააგრძელებენ მუშაობას. სამხედრო საკითხების შესახებ ცალკე შეთანხმება გაფორმდება.
XS
SM
MD
LG