Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუდანის სამხედრო ავიაცია ბომბავს სამხრეთ სუდანს


სუდანის სამხედრო ავიაციამ დღეს დაბომბა სამხრეთი სუდანის ერთ-ერთი შტატის დედაქალაქი ბანტიო. რამდენიმე ჭურვი დაეცა ქალაქის ყველაზე დიდ ხიდსა და ბაზარს. ”ფრანს პრესის” ცნობით, დაიღუპა ერთი ბავშვი და დაიჭრა რამდენიმე ადამიანი. აღნიშნულ რეგიონში ნავთობის საბადოები მდებარეობს. გუშინ ბრძოლა გრძელდებოდა სუდანისა და სამხრეთი სუდანის საზღვარზე იმის მიუხედავად, რომ სამხრეთი სუდანის ძალებმა დატოვეს ნავთობით მდიდარი სადაო ჰეგლიგის რეგიონი, სადაც ათდღიანი ბრძოლების შედეგად მთლიანად განადგურდა ნავთობმოპოვებითი სტრუქტურა. სამხრეთმა სუდანმა დამოუკიდებლობა რეფერენდუმის შედეგად მოიპოვა გასული წლის ივლისში. სუდანსა და სამხრეთ სუდანს შორის სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდა მრავალწლიანი შეიარაღებული კონფლიქტი. თუმცა, ორ სახელმწიფოს შორის კვლავაც არსებობს ტერიტორიული და ეკონომიკური უთანხმოება.
XS
SM
MD
LG