Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი და აშშ ახალ სანქციებს უწესებენ სირიის მმართველ რეჟიმს


აშშ-ისს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოაცხადა ირანის და სირიის წინააღმდეგ ახალი სანქცების შესახებ. ევროკავშირის წევრები შეთანხმდნენ სირიის მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე ძალადობის გამო, რომელიც სირიაში კვლავაც გრძელდება. დიპლომატების ცნობით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორშაბათს, ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე გადაწყვიტეს, აიკრძალოს სირიაში ფუფნების საგნების ექსპორტი, ისევე როგორც ექსპორტი პროდუქციისა, რომელიც შესაძლოა, დემონსტრანტების წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული. ზომები მიიღეს მიუხედავად ზავისა, რომელიც 10 დღის წინ ოფიციალურად ამოქმედდა სირიაში - გაეროს და არაბთა ლიგის წარმომადგენლის, კოფი ანანის სამშვიდობო გეგმის შესაბამისად. გაეროს მონაცემებით, სირიაში 9000-ზე მეტი ადამიანია მოკლული მას შემდეგ, რაც 2011 წლის მარტში დაიწყო დემონსტრაციები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ. ევროკავშირის მიერ ადრე მიღებული სანქციები ითვალისწინებს საბანკო ანგარიშების გაყინვას და მოგზაურობის აკრძალვას 120-ზე მეტი პირს, მათ შორის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადისთვის.
XS
SM
MD
LG