Accessibility links

logo-print

ბრეივიკი ბოდიშს იხდის ოსლოში „უდანაშაულოთა“ დახოცვის გამო


ნორვეგიელმა ექსტრემისტმა ანდერს ბერინგ ბრეივიკმა, რომელიც ბრალდებულია შარშან 77 ადამიანის დახოცვაში, სასამართლოში განაცხადა, რომ ბოდიშს იხდის ოსლოში, ბომბის აფეთქების შედეგად „უდანაშაულო“ გამვლელების დახოცვის გამო, მაგრამ ბოდიშს არ იხდის კუნძულ უტოიაზე ახალგაზრდების მოკვლისთვის, რადგან ისინი შრომის პარტიის აქტივისტები იყვნენ. როგორც ბრეივიკმა დღეს სასამართლოსთვის ჩვენების მიცემისას განმარტა, მას ოსლოში აფეთქების შედეგად დაღუპულები უდანაშაულოდ მიაჩნია იმის გამო, რომ მათ კავშირი არ ჰქონდათ პოლიტიკასთან, განსხვავებით კუნძულ უტოიაზე მყოფი ახალგზარდებისაგან. ბრეივიკს აღიარებული აქვს გასული წლის ივლისში ოსლოში, მთავრობის შენობასთან მოწყობილი აფეთქების შედეგად რვა ადამიანის და კუნძულ უტოიაზე, შრომის პარტიის ახალგაზრდულ ბანაკში სროლის შედეგად 69 პირის დახოცვა. ამასთან, ბრეივიკი თავს უდანაშაულოდ სცნობს - მისი თქმით, დაღუპულები სამშობლოს მოღალატაეები იყვნენ, რადგან მხარს უჭერდნენ მულტიკულტურული საზოგადოების იდეას.
XS
SM
MD
LG